17 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით პოლიტიკური კრიზისის ეტაპი დასრულდა, ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა - თბილისის მერი

"საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი" - ასე ეხმაურება შარლ მიშელის დოკუმენტზე პოლიტიკური ოპონენტების ხელმოწერას პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მეირი კახა კალაძე ეხმაურება.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ხელმოწერით პროცესი დაიძრა და იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად, სწორად დაალაგებს პრიორიტეტებს ქვეყნის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებთ.

"საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი. ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა და იმედს ვიტოვებ, რომ თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებთ.

ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ ჰაერში გამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება სწორ კალაპოტში მოქცეულიყო. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების წინაშე. ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს "საქართველოს წინსვლის გზად" და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ყველას, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში," - წერს თბილისის მერი.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გუშინ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა. 

შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაცმოძრაობა“ და "ევროპული საქართველო".

დღის ამბები