17 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმების გამო, დაბლოკოს უცხოური სამხედრო-საზღვაო და სახელმწიფო გემების შავი ზღვის ნაწილებში მოძრაობა

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმების გამო, დაბლოკოს უცხოური სამხედრო-საზღვაო და სახელმწიფო გემების შავი ზღვის ნაწილებში მოძრაობა, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმთან და ქერჩის სრუტესთან - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმების გამო, დაბლოკოს უცხოური სამხედრო-საზღვაო და სახელმწიფო გემების შავი ზღვის ნაწილებში მოძრაობა, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმთან და ქერჩის სრუტესთან.

რუსეთს უკრაინული გემების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელების ისტორია გააჩნია. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ არაპროვოცირებულ ესკალაციას მოსკოვის მიერ უკრაინისთვის ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის კამპანიაში. ეს განვითარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრების გარშემო რუსული ჯარის ზრდის შესახებ სანდო ცნობებით, რომელიც ახლა ისე მაღალია, როგორც არასდროს 2014 წლის შემდეგ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

"აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივესალმებით უკრაინას რუსული პროვოკაციების ფონზე მუდმივი თავშეკავებისთვის და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს რეგიონში გემების შევიწროება და უკრაინის საზღვარსა და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზება შეაჩეროს," - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დღის ამბები