ლარის კურსის ვარდნის გამო კომპანიები "მტკვარი ენერგეტიკა, "საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" და "ჯიფაუერი" დანახარჯების გაზრდაზე საუბრობენ და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გადახედვას ითხოვენ. გადაწყვეტილება "სემეკმა" მომავალ სამშაბათს უნდა მიიღოს. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ყიდვა დოლარში უფრო ძვირი უჯდებათ, ტარიფის კორექტირებას "ენერგოპროჯორიაც" ითხოვს, თუმცა მის მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მისაღებად "სემეკს" ვადა 10 სექტემბრამდე აქვს.
სემეკი ტარიფის გაზრდაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ენერგეტიკოსები კი ამას გარდაუვლად მიიჩნევენ.
ავტორი: სოფო ზურაბიანი.