17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის პროგრამა ცნობილია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბატონ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის პროგრამა ცნობილია:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15.00 საათზე ჩამოფრინდება. 

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას, 15.30- 16.30 საათზე საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც ისინი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

დაგეგმილია შარლ მიშელის პირისპირ შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც, რომლის დასრულების შემდეგაც, ის საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.

დღის დასასრულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილი სადილზე უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, შარლ მიშელი საქართველოს ხვალ დილით დატოვებს.

დღის ამბები