19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ზესტაფონში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა - მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები