პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რჩება რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს.
მისივე შეფასებით, შედეგად გამოჩნდა, ვის აწყობდა პოლიტიკური კრიზისი და ვის - ამ კრიზისის მოგვარება.
"რასაკვირველია, რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ამ შეთანხმებას ხელს. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და, ამ დროს, რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა, ალბათ ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ნათელია, ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. ფაქტია, რომ რაც გაფორმდა გუშინ, რაც იქნება მომავალი კვირიდან,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.