მე-10 მოწვევის პარლამენტში შარლ მიშელი ოპოზიციას ფაქტობრივად თავად შეუძღვა. დეპუტატების არაფორმალური შეკრება სიმბოლურად სწორედ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თბილისში ყოფნისას ჩაინიშნა.
დარბაზში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილები იყო თავისუფალი.
შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ის პარტიები ესწრებოდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს: "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "გირჩი" და "გირჩი-მეტი თავისუფლება"," რესპულიკური პარტია", "მოქალაქეები", "ევროპელი სოციალისტები" და "ქართული ოცნება". ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ინდივიდუალური ხელის მომწერები: დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.
საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები პარლამენტს უკვე ჰყოფნის.