17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
ჩემში ახლა ორი ალეკო იბრძვის - ალეკო ელისაშვილი

რატომ თქვა ვახშამზე უარი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საპატივცემულოდ იმართება და რომელსაც შეთანხმებაში მონაწილე პოლიტიკოსებიც ესწრებიან. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას გარკვეულ დისკომფორტს უქმნიან, თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო, მან ვახშმის შესახებ გვიან გაიგო და ამასთან არ სურდა "რუსთავი2"-სთვის მიცემული პირობის დარღვევა და "ღამის კურიერს" ესტუმრა:

"დისკომფორტი, რა თქმა უნდა, მაქვს, არის ხალხი ვინც გულზე არ მეხატება და არის ხალხი, რომლებიც დაუმსახურებელ შეურაცხყოფას გვაყენებდა. რასაც ვამბობდით ის, არ მოხდა? არ მინდა ნიშნის მოგებით საუბარი. ჩემში ახლა ორი მოცემულობა ებრძვის, ერთი ნატურალური ალეკო მეუბნება, რომ ისე უნდა ველაპარაკო იმ ხალხს როგორც იმსახურებენ და მეორე მეუბნება, რომ არ ვარ მარტო ჩემს თავზე პასუხისმგებელი, ცოტა მეტი მომეთხოვება, ქვეყანაზე და ხალხზე ვარ პასუხისმგებელი და პარლამენტში არ შევსულვარ იმისთვის, რომ მუშტი და წიხლი ვიქნიო," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები