17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
სააკაშვილი როცა მიხვდა, დაშლის პირას შეიძლებოდა აღმოჩენილიყო 27%-იანი მონაპოვარი, ჩართო პოლიტიკოსის ტვინი - თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით პოზიცია იმიტომ შეცვალა, რომ პარტიის დაშლის საფრთხე დაინახა.

მისივე თქმით, ეს იყო პოლიტიკოსის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლილი ვითარების საპირწონედ გაკეთდა. 

"როდესაც ერთი პოლიტიკოსის საქციელს ვაფასებ, ვერ იგებენ, რატომღაც გონიათ, რომ იმ პოლიტიკოსის ფანი ვარ. სინამდვილეში, მე იმ პოლიტიკოსის ოპოზიციაში ვიყავი 9 წელი. მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსი სწორად და მასშტაბურად იქცევა, შეუძლებელია ამას გვერდი ავუარო.

გუშინ მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია - ზუსტად ისე შეაფასა დოკუმენტი, როგორც იმსახურებდა, რადგან, მოგეხსენებათ, ის იურისტია და ყველა იურისტმა ისაუბრა ამ დოკუმენტის ხარვეზებზე, სერიოზულ ხვრელებზე.

მაგრამ, საღამოს ძალიან შეიცვალა ვითარება - პოლიტიკა, ესაა შეცვლილი ვითარების საპირწონედ გადაარჩინო შენი 27%-იანი მონაპოვარი, ამიტომ, დღეს გაკეთებული მისი განცხადება ნურავის გაუკვირდება. მიხვდა რა, რომ დაშლის პირას შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ის მონაპოვარი, იმ წუთში ჩართო პოლიტიკოსის ტვინი და დღეს თქვა - თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, მაშინ დაიტოვა უკან დასახევი გზა,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები