19 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.  გუშინ მათ მავთულხლართის დასამაგრებლად საჭირო რამდენიმე ბოძი დაამონტაჟეს. დღეს ამ დრომდე არ გამოჩენილან. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტები შარშან ამ დროს სწორედ ამავე ლოკაციაზე ინტენსიურად მუშაობდნენ და რამდენიმე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს. 

დღის ამბები