20 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
გაუჩინარებული 17 წლის გოგო წერილში კლასელებს, მასწავლებლებსა და მკვლელობებს ახსენებს - ვარაუდობენ, რომ მოზარდი “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 17 წლის გოგოს უკვე მესამე დღეა ეძებენ. მარიამ ბურჭულაძე ბოლოს სკოლაში ნახეს, სადაც ის გაკვეთილებს დაესწრო. ბოლოს ის პედაგოგმა სკოლიდან გამავალი დაინახა.

ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს, თუ სად შეიძლება იყოს 17 წლის მარიამი. პედაგოგები და კლასელები მას წყნარ და არაკომუნიკაბელურ მოზარდად ახასიათებენ. ბოლოს ის ქობულეთის გზაზე მარტო მიმავალი ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს. სავარაუდოდ, მასში ნახსენებია პედაგოგის და კლასელების ინიციალები და საუბარია მკვლელობებზეც. კლასელები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები