სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს დარჩენილ პარტიებს და ინდივიდუალურ წევრებს, შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ხელმოწერასთან ერთად მნიშვნელოვანია დოკუმენტის დროული აღსრულებაც და ამისთვის ამერიკა საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარება.
ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაში პოლიტიკურ აქტორებს მოუწოდებენ, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რომ სამომავლოდ თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური ჩიხი.