19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
არ შეიძლება ამნისტია შეეხოთ აღმსრულებლებს, პოლიციელებს, ვინც 20 ივნისს უფლებამოსილებას გადააჭარბეს - 20 ივნისს დაზარალებულები

20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეების ნაწილმა ევროკავშირის ოფისში წერილი მიიტანეს. მათთვის მიუღებელია ამნისტია შეეხოს იმ სამართალდამცველებს, ვინც, მათი თქმით, უფლებამოსილებას გადააჭარბა.

აქტივისტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი, რის შესახებაც სურთ, ევროკავშირს მიაწვდინონ ხმა.

"ევროკავშირის წარმომადგენლობას მივმართეთ დასახმარებლად, რომ შედგეს ისეთი შეთანხმება და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ისეთი გზა მოიძებნოს, რომელიც კიდევ ერთხელ არ შელახავს ჩვენს უფლებებს. დიდ ნაწილს უკვე აქვს სამართლის სასამართლოში საქმეები შეტანილი, როგორც ადგილობრივ ინსტანციებში ქვეყნის  ფარგლებს გარეთ და არ შეიძლება ამნისტია შეეეხოთ იმ ადამიანებს, აღმსრულებლებს და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაგეგმეს 20 ივნისის სისხლიანი დღე.  ჩვენი აქ ყოფნის მიზანი იყო ევროკავშირის წარმომადგენლობას კიდევ ერთხელ განვუცხადოთ და გავაგებინოთ, რომ 19-21 ივნისს ჰყავს დაზარალებულები, რომელთაც ოფიციალურად არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი დღემდე მინიჭებული. ასევე დღემდე პრობლემები გვექმნება სამკურნალოდ წასვლისთვის -აღნიშნა სამოქალაქო პლატფორმა "20/20"-ის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

დღის ამბები