დასავლეთი ისევ მოუწოდებს ყველა მხარეს, ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი შეთანხმებას. ვაშინგტონსა და ბრიუსელში განცხადებები არ წყდება. პარალელურად, ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნება".
"ვულოცავ საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს არის ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსასვლელად. მე შემიძლია შევაქო შარლ მიშელი, რომლის ხელმძღვანელობაც ძალიან დაეხმარა მხარეებს შედეგის მიღწევაში. დოკუმენტის იმპლემენტაცია ახლა დამოკიდებულია ხელმომწერებზე. პირველ რიგში კი მმართველ პარტიაზე. მელიას და სხვა დაკავებულების გათავისუფლებით დაწყებული, რომლის პრაქტიკული განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებენ პარტიები. შესაძლოა, მოხდეს ამნისტია, ან გადაიდგას სხვა ნაბიჯები.
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ 2024 წელზე, ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანია და ეს შეიძლება იყოს თემა, რომლის ირგვლივაც პოლიტიკური საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და რაც, შესაძლოა, სამომავლოდ დაეხმაროს ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის არიდებაში,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსი.
"შეთანხმება ახალი დასაწყისია. საქართველოს ახალი მუხტი სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკურ სისტემაზე და პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მმართველ პარტიას აკისრია დიდი პასუხისმგებლობა. მე მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებსაც, შეუერთდნენ შეთანხმებას რაც შეიძლება მალე, როცა ისინი იგრძნობენ რომ უკვე დროა ამის გასაკეთებლად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დაკავებულ პირებზეც და ვფირქობ, რომ ეს პრობლემაც გადაწყდება. ამის გარეშე ძალიან რთული იქნება ოპოზიციური პარტიების დარწმუნება, რომ იყვნენ პროცესის ნაწილი. იმპლემენტაცია ნიშნავს კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემას, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლებას, არჩევნებს. მომდევნო ადგილობრივ არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით და იმედი მაქვს რომ პანდემიური სიტუაცია საშალებას მოგვცემს პირდაპირ განვარციელოთ მონიტრინგი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამომავლო პერსპექტივები 2024 წლისთვის, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებით, რაც აღნიშნული იყო მმართველი პარტიის მიერ არჩევნებამდე და ვფიქრობ, რომ ახლა ყველა უნდა კონცენტრირდეს ამ მნიშვნელოვან საკითზე, იმუშაონ ერთად. პარლამენტი არის ერთადერთი ადგილი დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, შეუძლიათ იმსჯელონ პრობლემებზე და მიიღონ გადაწყვეტილებები,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი რასა იუკნევიჩიენე.