მთავრობა სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით დამატებითი სახის შეზღუდვების დაწესებას, ამ ეტაპზე, არ გეგმავს, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კიდევ 10 დღით დააკვირდებიან ეპიდვითარებას, რის შემდეგაც, შესაძლოა, შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს.
"სააღდგომო დღესასწაულამდე თითქმის ათი დღეა. ეს პერიოდი, ხშირ შემთხვევაში, ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრიცხავთ. ის წესები, რაც აქამდეც არაერთხელ გავიარეთ საპატრიარქოსთან ერთად და რაც, ზოგადად, ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოს ქმნის რელიგიური მსახურების პროცესში, ყველასთვის ცნობილია. ბუნებრივია, სააღდგომო დღესასწაულზეც ამ წესების დაცვა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, დღესასწაულის პერიოდში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება.