17 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
სად არის საზღვარი, რომ არ დავიწყებთ 26 მაისის, 7 ნოემბრის აქციების გამოძიებას სად უნდა გავჩერდეთ?! - ვახტანგ მეგრელიშვილი 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე

საიასთვის ამნისტია 20 ივნისზე მიუღებელია - ახალგაზრდა იურისტები მოუწოდებენ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 20 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციის წევრები უკვე გამოეხმაურნენ. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების კუთხით სერიოზული კითხვის ნიშნებია.

"ვინაიდან ჩვენ სასამართლო არ გვაქვს, ფიზიკურად არ არის შესაძლებლობა გავასამართლოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვგონია დღეს დამნაშავეები. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ სად არის საზღვარი, რომ არ დავიწყებთ 26 მაისის, 7 ნოემბრის და 90-იანი წლების მსგავსი სამთავრობო აქციების გამოძიებას, სადაც ასევე არიან დაზარალებული მოქალაქეები. სად უნდა გავჩერდეთ?!" - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, რაზეც საია საუბრობს, არის სამართლებრივი სისწორე და ვერც ერთი შეთანხმება ვერ დადგება ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა.

"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე კი საიას მოწოდებას დაგვიანებულს უწოდებს.

"საიას მოწოდება დაგვიანებულია. ამაზე უნდა დაფიქრებულიყვნენ ხელმომწერი პარტიები ხელისმოწერამდე, იმიტომ, რომ პარლამენტში ამნისტიის შინაარსი უკვე აღარ არის დამოკიდებული ოპოზიციის ხმებზე. "ქართული ოცნება" ბუნებრივია შეთანხმების ფარგლებში მიიღებს იმას, რაც მათთვის სასარგებლო იქნება," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დღის ამბები