17 ნოემბერი 2024,   06:05
ვრცლად
შესრულებული ევროპული მისია ოპოზიციის 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ - უმრავლესობა ოპონენტებს საპარლამენტო თანამდებობების ნაწილს დაუთმობს

უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხი და მართლმსაჯულების რეფორმა შარლ მიშელის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, რაზეც ქართველი პოლიტიკოსები უკვე შეთანხმდნენ. 

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში საკუთარი სავარძლების დასაკავებლად ემზადებიან, პირობას დებენ, რომ სამართლიანი სასამართლოსთვის იბრძოლებენ.

დიდი პოლიტიკური შეთანხმების იმ ქვეთავს, სადაც საარჩევნო რეფორმაზეა საუბარი, "ამბიციური საარჩევნო რეფორმა" ჰქვია და ჩამოწერილია ის ცვლილებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეიძლება განხორციელდეს.

ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში მეტი უფლება და მოვალეობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტშივე მოუწევს თანამდებობების ნაწილის დათმობა.

ხელმოწერილ დოკუმენტში განსაზღვრულია საარჩევნო რეფორმების გატარების ვადაც. პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე უნდა მიიღოს. სწორედ თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა განსაზღვროს, ქვეყანაში დაინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები.

ევროპული მისია, საქართველოს წინსვლის გზა - შესრულებულია. მეათე მოწვევის პარლამენტის კარის შესაღებად დოკუმენტზე ხელისმომწერ ოპოზიციონერ დეპუტატებს კი ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ ერთი ნაბიჯიღა რჩებათ.

 

დღის ამბები