სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტახტისძირსა და დვანში საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო "ბორდერიზაციის" მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას.
სუს-ის ცნობით, ისინი ამ ორ სოფელში, 20 აპრილს, დილით, ერთდროულად გამოჩნდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ნიშნულები დასვეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების ნაწილი ახალ საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა.
გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.