ოზურგეთში, რესტორან "ტონუსის" მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანძრის დროს სახლში ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდა, ისინი ცეცხლს უვნებლად გადაურჩნენ.
პირველადი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგაყვანილობის მიზეზით გაჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა.