17 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მინდა მონაწილეობა მივიღო ამნისტიის კანონის მიღებაში ნიკა მელიას გასათავისუფლებლად - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მას ამნისტიის კანონის მიღებაში მონაწილეობის სურვილი აქვს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობა" პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს და იმედოვნებს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საკანონმდებლო ორგანოში ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში მაინც შევა. 

"მე მინდა მონაწილეობა მივიღო ამნისტიის კანონის მიღებაში, თუკი ეს ერთადერთი გზა გახდება ნიკა მელიას გასათავისუფლებლად. მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პოზიცია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს, რადგან ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. პარლამენტი წარმომადგენლობით ფუნქციას სრულად ვერ შეასრულებს თუკი იქ "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება. იმედი მაქვს, ეს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოხდება,"- განაცხდა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები