17 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"ოცნებას" სურს ამნისტიის სიაში 3 პოლიციელი შეიყვანოს, რომლებსაც ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" სურს ამნისტიის პროექტში, 3 პოლიციელის გათავისუფლება შეიყვანონ. თუმცა, მისთვის გაუგებარია რატომ ჩათვალა მმართველმა გუნდმა,  ამნისტიის პროექტში, რომელიც ხელშეკრულების იმ თავში შედის, სადაც პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, სამართალდამცველების საკითხის დასმა.

"არ მესმის, რატომ ჩათვალა "ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის პროექტში, რომელიც ხელშეკრულების იმ თავში შედის, სადაც პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, სამართალდამცველების საკითხის დასმა. საუბარია 3 პოლიციელზე, რომელიც მათ სურთ ამნისტიის ამ შემადგენლობაში შეიყვანონ. ეს დეტალი მედიატორებმაც იციან და ეს მათთვის სიურპრიზი არ იქნება. ამ ადამიანებს ბრალი წარდგენილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თაობაზე აქვთ,"- განაცხდა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები