17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ჩემმა ხელმოწერამ "ნაციონალურ მოძრაობასაც" მისცა შანსი, შარლ მიშელთან მათი პოზიცია ვინმეს დაეცვა-სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ენმ-ს წევრებს და საზოგადოების იმ ნაწილს გამოეხმაურა, ვინც გასული დღეების მანძილზე სამადაშვილს მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

"საქართველოს კონსტიტუცია უნდა წაიკითხონ აუცილებლად, რომელიც ადგენს, რომ დეპუტატს აქვს თავისუფალი მანდატი. 

პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები საკუთარი პოლიტიკური მრწამსით, მე ერთი რამ მინდა ვთქვა ის, რომ ხელმოწერა დავაფიქსირე დოკუმენტზე ამან ნაციონალურ მოძრაობასაც მისცა შესაძლებლობა, რომ ბატონ მიშელთან მათი პოზიცია ვინმეს დაეცვა,"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები