ევროპარლამენტარები ცალკეულ დეპუტატებსა და ოპოზიციურ პარტიებს შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.
ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი ავრცელებენ.
ისინი ქვეყანაში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულად ფუნქციონირებას შეძლებს.
"გვჯერა, რომ ეს დოკუმენტი პოლიტიკურად დაბალანსებულია და ახალ ბიძგს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობას, ამრიგად ის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება.
მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ცალკეულ წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა საქართველოს სასიკეთოდ.
იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი მთლიანად და საბოლოოდ უკან ჩამოვიტოვოთ, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სრულად ფუნქციონირებადი გახდება და უზრუნველყოფს შეთანხმების საფუძვლიანად აღსრულებას.
ევროპარლამენტი მზად არის საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა განაგრძოს დახმარების გაწევით, მათ მათ შორის საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციას შორის მედიაციის მეშვეობით,"- ნათქვამია განცხადებაში.