"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ევროპარლამენტარ ვიოლა კრამონს შეხვდნენ, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულება და მონიტორინგი იყო.
"ქალბატონ ვიოლასთან საკმაოდ საინტრესო შეხვედრა გვქონდა. შევთანხმდით, რომ იგი ჩაერთვება სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის აღსრულების მონიტორინგის საკითხში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ დოკუმენტში, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი სასამართლოს რეფორმირება და საარჩევნო რეფორმირება ისე, რომ მათი მხარდაჭერა და ყოველდღიური მონიტორინგი არის ძალიან მნიშნელოვანი, რომ ხელშეკრულება, რომელიც იქნა დადებული, მივიდეს ბოლომდე,"- აცხადებს "ლელო საქართველოთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
"მათი აზრით, ეს არის ძალიან მნიშველოვანი, რომ სხვა პარტიებმა ასევე მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო მუშაობაში. ევროპარლამენტარები მზად არიან, რომ ყოველდღიურად გააკონტროლონ ამ ხელშეკრულების აღსრულების პროცესი, შეიქმნას ეგრედწოდებული დამკვირვებელთა ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც იქნება გარკვეულწილად თვალყურის მდევნებელი იმის, რომ ყველა ნაბიჯი, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით იქნეს ზედმიწევნით და დროულად განხორციელებული. მათი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან დიდი და მათ მიაჩნიათ და კერძოდ ვიოლა ფონ კრამონის, რომ ამ ხელშეკრულების აღსრულება საქართველოს ხელს შეუწყობს, რომ რეალურად გადაიდგას ნაბიჯი ევროპასთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისაკენ," -განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.
"ლელოს" ლიდერებმა ბრიუსელში ევროპატლამენტარებთან შეხვედრისას, საქართველოს ევროინტეგრაციის გზებზე ისაუბრეს.
ეს არის მაპი ევროკავშირისთვის, ანუ სამოქმედო რუკა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანია საქართველოსთვის, რომ იცოდეს ის კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები, რაც უნდა გავიაროთ ჩვენ ევროკავშირში შესასვლელად. ასე რომ, ამ მიმართულებით არის სერიოზულად გასაძლიერებელი მუშაობა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალური, რომ ჩვენმა ქვეყანამ შუალედური სტატუსი მიიღოს და ამით სერიოზული ბენეფიტები მიიღოს ქვეყანამ. ეს არის დაფინანსება, ფონდები, ინფრასტრუქტურაში ჩართვა, დიდი ინფრასრტუქტურული პროექტების განხორციელება და კიდევ უამრავი აქტიური ჩართვა ევროკავშირის," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.