დიდი ბრიტანეთის ელჩი ოპოზიციის დიდ ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის შემდგარ შეთანხმებას ეხმაურება და დანარჩენ ოპოზიციას შეთანხმებაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს.
"გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს შეთანხმებას და მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბევრმა პარტიამ ინდივიდუალურად ხელი მოაწერა დოკუმენტს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ვისაც ამ დრომდე არ მოუწერია ხელი დოკუმენტზე, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა.