17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ყველა გამორჩეულად უსვამს ხაზს "ქართული ოცნების" განსაკუთრებულ წვლილს ამ შეთანხმების უზრუნველყოფაში - ირაკლი კობახიძე

შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოში შარლ მიშელის ხელშეკრულების მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფი შექმნას. ამ თემაზე საუბარი იყო ბრიუსელში, სადაც შეხვედრებს "ლელოს" წარმომადგენლებიც მართავენ.

მამუკა ხაზარაძე დღეს ევროპარლამენტარს ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა. საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და შეთანხმების აღსრულების გზებს შეეხო.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, განხილვის მთავარი თემა მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმება იყო.

"რა თქმა უნდა, განხილვის მთავარი თემა მაინც იყო დიალოგის პროცესი, შეთანხმება, რომელიც გაფორმდა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველა გამორჩეულად უსვამს ხაზს "ქართული ოცნების" განსაკუთრებულ წვლილს ამ შეთანხმების უზრუნველყოფაში და ვიღებთ ასე ვთქვათ, ქებას ამასთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

ახლა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მთავარია უკვე დოკუმენტის სათანადო აღსრულება, როგორც პუნქტობრივი სწორი აღსრულება, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა იმოქმედონ ამ დოკუმენტის სულისკვეთების შესაბამისად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები