17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ხელი გოგი წულაიასთან დაკავშირებულ განცხადებას მოაწერეს, თვლიან, რომ ის პოლიტიკური პატიმარია 

ოპოზიციის მხარდაჭერა გოგი წულაიას და წერილი, რომელსაც უკვე მოყვა ქალთა უფლებების დამცველების კრიტიკა.

22 პარტიის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოძიება პოლიტიკურად არის მოტივირებული და იყენებს ორმაგ სტანდარტს. ბრალდებული გოგი წულაიას მეუღლემ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. 

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ გოგი წულაია  პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. 

"მნიშვნელოვანია, რომ ხლა უკვე მთელმა ოპოზიციამ მივიღეთ განცხადება, რომელშიც ნათლად არის გამოკვეთილი ის, რონ გოგი წულაია გახლავთ ივანიშვილების ოჯახის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ვთვლით რომ ეს ადამიანი სასამართლომდე უნდა იყოს გათავისუფლებული, ხოლო სასამართლო უნდა იყოს ჩატარებული მაქსიმალური გამჭვირვალობის პირობებში,"- აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ წულაია ხელისუფლების პოლიტპატიმარია, თუმცა ბრალდების შინაარსში არ შედიან. 

"ფაქტია, რომ ანალოგიური ბრალის შემთხვევაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ სხვა აღკვეთი ღონისძიებებია გატარებული, გოგი წულაიას მიმართ სხვა აღკვეთი ღონისძიებებია გატარებული. ჩვენ ბრალის შინაარსს არ ვეხებით, ჩვენ ვეხებით მხოლოდ სამართლის შერჩევითი გამოყენების ფაქტს და ფაქტია, რომ ეს შერჩევითი დამოკიდებულება უკავშირდება გოგი წულაიას განცხადებას ივანიშვილის ოჯახის მიმართ," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებელში" კი აცხადებენ, რომ ისინი ქალთა მიმართ ნებისმიერ ძალადობას ემიჯნებიან და ერთადერთი რასაც ისინი აჟღერებენ და ეწინააღმდეგებიან, ეს ორმაგი სტანდარტია. 

დღის ამბები