ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გია ბარამიძეს მარგინალს, ჩამოწერილს და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსს უწოდებს.
ეს კომენტარი სამადაშვილმა ბარამიძის ფბ-განცხადების საპასუხოდ დაწერა, სადაც ის სამადაშვილთან დებატებზე მზადყოფნას გამოთქვამს.
"მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს," - წერს სამადაშვილი.