"გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ იაგო ხვიჩიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დაიკავოს, ხოლო სანდრო რაქვიაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის.
ამასთან, მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ განათლების კომიტეტთან ერთად, ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც სურს.
"კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა. დიდი სურვილი მექნებოდა, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვყოფილიყავი, უბრალოდ, ეს შეთანხმება ამის საშუალებას არ იძლევა და თეორიულად გამორიცხულია.
ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იაგო ხვიჩიას დაეკავებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, სანდრო რაქვიაშვილს კი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ამის ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა. სამწუხაროდ, ისეთი კომიტეტი, რომელიც მაინტერესებს, იმ კომიტეტებში, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს, არ შედის. აქედან გამომდინარე, არ მინდა, მისი თავმჯდომარეობა, თორე, განათლების კომიტეტი იქ რომ შედიოდეს, დიდი სიამოვნებით”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.