17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეების თავდებობა აკრძალული არ არის, ასეთი პრაქტიკა არსებობს - მამუკა ხაზარაძე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლება, შესაძლოა, ევროპარლამენტარების თავდებობის საფუძველზე მოხდეს. როგორც ირკვევა, ამ ვერსიას ბრიუსელში აქტიურად განიხილავენ. ინიციატივა პარტია "ლელოს" ეკუთვნის, რომელიც ევროპარლამენტარებისთვის მისაღები აღმოჩნდა. დისკუსიის შესახებ ინფორმაციას ევროპაში ვიზიტით მყოფი "ლელოს" ლიდერები ადასტურებენ.

"კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეების თავდებობა აკრძალული არ არის, ასეთი პრაქტიკა არსებობს. ჩვენ აქამდე ვსწავლობდით კანონმდებლობას და იურიდიულად ეს შესაძლებელია. თავდებად დაუდგება პოლიტიკური პარტია "ლელოც" და ამით განიმუხტება ის დაძაბული სიტუაცია, რომელიც დღესაა შექმნილი. ჯერ დეპუტატების სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ, რადგან მიმდინარეობს კონსულტაციები და, იმედი მაქვს, ძალიან მალე ეს ცნობილი იქნება,"- აცხადებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. 

დღის ამბები