17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
ანა დოლიძემ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული გეგმა საფრანგეთის ელჩთან განიხილა

"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი საფრანგეთის ელჩთან იმყოფებოდა. ანა დოლიძემ, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული 5-პუნქტიანი გეგმა და კრიზისიდან გამოსვლის შემდგომი საფეხურები დიეგო კოლასთან განიხილა.

ასევე, ანა დოლიძემ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩს მისი ხედვებიც გააცნო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"ჩვენ დღეს განვიხილავთ იმ გეგმას, რომელიც შემოგვთავაზა შარლ მიშელმა, კრიზისიდან გამოსვლის შემდგომი საფეხურები და რა როლი შეიძლება ითამაშოს ე.წ. შუამ, ანუ ჩვენი მოსახლეობის ნეიტრალურმა უმრავლესობამ, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს, რომ ეს კრიზისი რაც შეიძლება მალე დასრულდეს," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები