17 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
ნიკა მელიას თავდებობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში სერიოზული კალიბრის ინტერესია - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ევროპარლამენტარებში არსებობს სერიოზული ინტერესი ნიკა მელიას თავდებობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

"მათ შეეძლოთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა თავისი ძალისხმევით, მაგრამ რადგან ამას არ შვრებიან, რადგან არიან სრულიად ინფანტილურად განწყობილი სრულიად პროცესისადმი და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისადმი, ამიტომ, ახლა ამ საშუალებასაც ვანიჭებთ, რომ ამ გზაზე მაინც გამოიჩინონ სწორი სულისკვეთება.

ისინი გამოხატავენ ინტერესს ამ მიმართულებით და მუშაობენ იმისთვის, რომ სხვა კოლეგებმაც ასევე გამოხატონ ინტერესი. ასე რომ, მუშაობა გრძელდება. მე მეტ კონკრეტიზაცია არ მივიჩნევ სწორად, არ იქნება ეთიკური და გამართლებული, მაგრამ ევროპარლამენტში სერიოზული კალიბრის ინტერესი ნამდვილად არის,"-განაცხადა "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ. 

შეგახსენებთ, რომ "ლელო" ევროპარლამენტარებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას თავდებობას სთავაზობს, რის საფუძველზეც მელია საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს. "ლელო" მზადაა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თავდებში თავადაც დაუდგეს. 

დღის ამბები