17 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
დაუდგება თუ არა თავდებში ევროპის პარლამენტი ნიკა მელიას - ამ თხოვნით ბრიუსელს მამუკა ხაზარაძე მიმართავს

ნიკა მელიას გასათავისუფლებლად კიდევ ერთი გზა გამოჩნდა, რომელიც კვლავ ევროპელებისა და ქართველების კოლაბორაციას გულისხმობს. ინიციატივა ბრიუსელში ლელომ ჩაიტანა: ”პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერს თავდებში ევროდეპუტატები ჩაუდგნენ, რაც სიტუაციასაც სწრაფად განმუხტავს, უხერხულობებსაც.” პარტიის ლიდერები არ ასახელებენ ევროპელი კოლეგების ვინაობას, რომლებიც, მათი თქმით, იდეას იზიარებენ. 

პასუხი "ქართული ოცნებისგან" "ლელომ" უკვე მიიღო. ირაკლი კობახიძე ”ლელოს” შეთანხმების პუნქტებიდან გადახვევას და იდეას უწუნებს. 

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში კიდევ ერთ იდეაზე მსჯელობენ, რომელიც ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ეხება - ხელმოწერილი დოკუმენტის აღსრულებაზე თვალის სადევნებლად. მას, დაკვირვების ფართო არეალი ექნება და ყველა იმ პუნქტის შესრულებაზე იქნება ფოკუსირებული, რომელიც შარლ მიშელმა გაწერა. ამასთან, ევროდეპუტატების ნაწილს აქვთ სურვილი თვითმმართველობის არჩევნებს ადგილზევე დააკვირდნენ, რადგან იგი ვადამდელი არჩევნების შესაძლო ჩატარებაზეცაა მიბმული.

დღის ამბები