17 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
შეთანხმებაში ნიკა მელიას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ იყო, იყო საუბარი გირაოს გადახდაზე და ამნისტიაზე - ნიკოლოზ სამხარაძე

იგულისხმებოდა თუ არა გირაოს ან ამნისტიის გარდა ნიკა მელიას გათავისუფლება სხვა ხერხით შარლ მიშელის შუამავლობით შედგენილი დოკუმენტის ფრაზაში :"ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე. ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს." აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა:

"არა მგონია, რომ ეს შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო. შეთანხმების დროს როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა არანაირ თავდებობაზე იქ საუბარი არ იყო. იქ იყო საუბარი გირაოს გადახდაზე და ამნისტიაზე," - განაცხადა ნიკა სამხარაძემ, მისი თქმით, ამ ნაწილში იგულისხმებოდა პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალება და არანაირი სხვა ზეპირი შეთანხმება აღარ ყოფილა.

დღის ამბები