17 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ნიკა მელიას შევხვდი, მაგრამ ამ ინიციატივის შესახებ არ მისაუბრია - ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარების თავდებობაზე

"ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის წევრი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ლელოს" ინიციატივის შესახებ, ევროპარლამენტარების თავდებობასთან დაკავშირებით ნიკა მელიასთან არ უსაუბრია.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ნიკა მელიამ პრეზიდენტ მიშელს მადლობა გადაუხადა.

"მე ნიკა მელიას შევხვდი, მაგრამ ამ ინიციატივის შესახებ არ მისაუბრია, რადგან შეხვედრის შემდგომ წავედი მიშელთან შესახვედრად და გავაცანი ჩემი პოზიციები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ნიკამ მთხოვა, მადლობა გადამეცა, პრეზიდენტ მიშელისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოს მიმართ იჩენს.

მე ნიკასთვის ეს ინიციატივა არ გამიზიარებია, რადგან მინდოდა, მცოდნოდა ევროკავშირის მხარდაჭერა ამ კუთხით გვქონდა თუ არა,"- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები