"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში უკვე სამშაბათს ელოდება. მისი თქმით მას აქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება თავდებობის ან გირაოს მეშვეობით მოხდება:
"მე სამშაბათს ველოდები "ნაციონალურ მოძრაობას", მანამდე მჯერა, რომ ლელოს შუამავლობა, ან ელჩების შეთავაზება გირაოზე, რამე გაჭრის და ზოგადად ბატონი ნიკა მელიაც, მისი თანაგუნდელებიც და ჩვენც შევხვდებით ერთმანეთს დერეფანში და ერთად შევალთ სასესიო დარბაზში. ეს ყველაზე კორექტული გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე ის რომ იქ შევიდნენ ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ნიკა მელიას და გიორგი რურუას ამნისტიას და მერე ნიკა მელიას და რურუას მეგობრები ამ ხალხს, ვინც ამნისტიას მხარი დაუჭირა მოღალატეებად და ბიძინას შეკრულების ძახილს დაიწყებს, მე მგონი ეს იქნება ძალიან გულისამრევი სანახავი და არ მინდა რომ ამაში გაერიონ ჩვენი პოლიტპატიმრები," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.