პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ქვეყნის პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" იენს სტოლტენბერგთნ საუბრის შემდეგ დაწერა.
პრეზიდენტის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივანთან საუბრისას ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
"დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის NATO-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე,"– წერს პრეზიდენტი.