ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საქმეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ძალისხმევას მიესალმება და მას წერილით მიმართავს, რომ ასეთივე ლიდერობა გამოიჩინოს ბელარუსის კრიზისის საქმეში.
"იმედი მაქვს ბატონო პრეზიდენტო საქართველოს მაგალითი თქვენთვის ინსპირაცია გახდება - მხედველობაში მიიღოთ ბელარუსის პოლიტიკური პროცესები, რომ ევროკავშირმა აქტიური როლი მოირგოს ბელარუსის კრიზისის გადაჭრაში" - წერს ანდრიუს კუბილიუსი.