07 სექტემბერი 2026,   10:09
ვრცლად
არსებობს ფოტოსურათები სადაც ჩანს, რომ დაზარალებული მოკლეტარიანი ჯაგრისით ხეხავს იატაკს - პროკურორი ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე

ამ წუთებში სასამართლო იმ ორი სახელმწფო მოხელის საქმეზე მსჯელობს, რომლებიც წვევამდელების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დააკავეს. საქმეზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დუმილის უფლებას იყენებს. 

საქმეში კი დევს ინფორმაცია 6 კონკრეტულ ეპიზოდზე. ფაქტები ეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას და წამებას.

დღეს, მოსამართლეს მინიმუმ 2 შუამდგომლობის განხილვა მოუწევს, რადგან ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდება. 

ბრალდებული დიმიტრი დევდარიანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატის თქმით, დიმიტრი დევდარიანს საგამოძიებო პროცესში სურვილი ჰქონდა გამოძიებასთან ეთანამშრომლა.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება და არსებობს მხოლოდ ფოტოსურათები, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი ბრალდებული და ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც მოკლეტარიანი ჯაგრისით იატაკს ხეხავს. 

საქმეზე 100-მდე მოწმე გამოიკითხა. 

 

 

 

დღის ამბები