17 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ჩვენ მიერ ნაპოვნი გამოსავალი ყველაზე კომპრომისული ვარიანტია - საბა ბუაძე

რა ეტაპზეა "ლელოს" ინიციატივა, რომელიც ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ახალი ინსტრუმენტი უნდა გახდეს - არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თავდებში ევროპარლამენტარები ჩაუდგნენ. "ლელოს" ინფორმაციით, წინადადება მათ ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე დააყენეს.

"ჩვენს მიერ ნაპოვნი გამოსავალი არის ყველაზე კომპრომისული ვარიანტი. ის, ერთის მხრივ, არ ქმნის დილემას ნიკა მელიასთვის და ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ მოკლე დროში და უმტკივნეულო ფორმით გაათავისუფლოს ნიკა მელია.

ჩვენ დავითანხმეთ ევროპარლამენტარები. ასევე, თავდებობის სურვილი გამოთქვეს ევროპელმა ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა. "ლელოს" ეს შეთავაზება უნდა იქნეს გათვალისწინებული,"-განაცხადა საბა ბუაძემ.

დღის ამბები