ნამახვანჰესის მოწინღმდეგეები 23 მაისს თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავენ. გადაწყვეტილება, რიონის ხეობის მცველებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ ჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
მათთვის განცხადებაში შეთავაზებული პუნქტები მიუღებელია. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უნდობლობა ღრმავდება. როგორც რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, დიდ ქალაქებში დღეს 4 საათზე აქციები გაიმართება.
"23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია იქნება, მანამდე მოვემზადებით. ეს მოლოდინი გვქონდა, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით წაგვიყვანდა. დღეს კი, 4 საათზე გაიმართება რიონის ხეობაში აქცია,"- განაცხდა ვარლამ გოლეთიანმა.