20 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, ნამდვილი გმირია - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ როგორც სხვა ევროპარლამენტარები, თავადაც მხარს უჭერს მიღწეულ შეთანხმებას.

კრამონი თავის პოსტში წერს, რომ ის სოლიდარულია ასევე, სალომე სამადაშვილის მიმართ, რომელმაც თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე, დოკუმენტს ხელი მოაწერა.

"მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომ მან გამოიჩინა გამბედაობა ხელი მოეწერა დოკუმენტზე თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე. ის ნამდვილი გმირია. სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ და ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს," - წერს კრამონი.

დღის ამბები