17 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"გირჩის" საარჩევნო სია ჩაიხსნა

პარტია "გირჩის" საარჩევნო სია ჩაიხსნა. განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოსცა.

დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით.

გირჩის" სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია.

შეგახსენებთ, პარტიული სიის ჩახსნის შესახებ "გირჩის" გადაწყვეტილება ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება.

პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს "გირჩის" სიით პარლამენტში შესული ქალი დეპუტატი - სალომე მუჯირი, რომლის ადგილსაც სწორედ რაქვიაშვილი დაიკავებს.

დღის ამბები