17 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
შექებას ორივე მხარე იმსახურებს, შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს - სენატორი რიში

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია სენატში - სენატორებმა ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ჯინ შაჰინმა - ჩვენს ქვეყანაში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მხარდამჭერი რეზოლუცია სენატს წარუდგინეს.

დოკუმენტი მიესალმება შარლ მიშელის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმების სრული განხორციელება მოხდება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად

რეზოლუციის ტექსტის გამოქვეყნების პარალელურად, სენატორებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, განცხადებებიც გაავრცელეს.

"უკვე ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე იმსახურებს შექებას მათი ლიდერობისა და სითამამისთვის, ყველა ქართველის სასარგებლოდ, ამ შეთანხმებაზე რომ მუშაობდნენ," - აცხადებს ჯეიმს რიში.

"უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ აუცილებელი საარჩევნო და სასამართლოს სისტემის რეფორმებისთვის, რაც უკეთ ფუნქციური დემოკრატიის შექმნას დაეხმარება," - განმარტავს რონ ჯონსონი.

"ვამაყობ, შევუერთდე სენატორებს - ჯონსონს და რიშს და მოვუწოდებ სენატს, მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, საქართველოს მიერ, კვირის დასაწყისში მიღებული შეთანხმების ბოლომდე შესრულებას. ვულოცავ საქართველოს ამ შეთანხმების მიღებას, თუმცა ახლა რთული სამუშაო იწყება," - აცხადებს ჯინ შაჰინი.

შეგახსენებთ, რეზოლუციის მიღება სენატორ შაჰინს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სთხოვეს, რომელზეც საქართველოში პოლიტიკური უთანხმოების საკითხი განიხილებოდა. ჯინ შაჰინმა მაშინ თქვა, რომ იდეას იზიარებდა, თუმცა შეერთებული შტატებზე მეტად, ქართველებს სურდათ, ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა.

დღის ამბები