საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს. ცერემონია ბუქარესტში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის მიწვევის გამო.