ალბანეთში, საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით გივი მიქანაძე და ნიკოლოზ სამხარაძე მიემგზავრებიან. "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალბანეთშიც მსგავსი პოლიტიკური კრიზისი იყო და საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდნენ.
"ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და იქ მსგავსი პოლიტიკური კრიზისი იყო, სადაც ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებდა. ბოლოს კი ისინი საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ალბანეთში იქნება პირველი მცდელობაა, როდესაც ჰიბრიდული არჩევნები ჩატარდება," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.