საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხელაშვილის თქმით, შეთანხმება კანონმდებლებს, ამნისტიის კანონის მიღებას ავალდებულებს.
"შეთანხმებაში საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი, რა და როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება იმისი, რომ მივიღოთ ამნისტია და ის მიღებული იქნება.
ამნისტია ეს არის კანონი. კანონში პიროვნებები იწერება. კანონი მიღებული იქნება 20 ივნისის მოვლენების დროს, როგორც წერია დოკუმენტში თუ სწორად მახსოვს დარღვევებისა და დანაშაულების საპატიოდ. ამნისტია თავისი არსით არის პატიება," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.