17 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რომ მივიღოთ გადაწყვეტილება შეთანხმებასთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭოს ნიკა მელია უნდა ესწრებოდეს - ხატია დეკანოიძე

სენატორების გზავნილებს თბილისში შეფასებები მოჰყვა. ვაშინგტონიდან მიღებულ გზავნილებზე განსხვავებული პასუხებია ოპოზიციის იმ ნაწილის მიერ, რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და განსხვავებული მათგან, ვინც მას ხელი მოაწერა. 

ხელმომწერები სენატის ამ გზავნილს აღიქვამენ ისე, რომ ოპოზიციამ ამით ძალიან დიდი საფრთხე ააცილა ქვეყანას. ოპოზიციის მეორე ნაწილში კი აღნიშნავენ, რომ როგორც პარტნიორების გზავნილები, ისე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მათივე თქმით არსებობს ობიექტური მიზეზები იმისა, თუ რატომ ვერ ერთვებიან ისინი ამ პროცესში. 

"იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ სრულფასოვანი გადაწყვეტილება შეთანხმებასთან დაკავშირებით, აუცილებელია პოლიტსაჭოს სხდომას ესწრებოდეს პარტიის არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე. 

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია სენატში - სენატორებმა ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ჯინ შაჰინმა - ჩვენს ქვეყანაში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მხარდამჭერი რეზოლუცია სენატს წარუდგინეს.

დოკუმენტი მიესალმება შარლ მიშელის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმების სრული განხორციელება მოხდება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად

რეზოლუციის ტექსტის გამოქვეყნების პარალელურად, სენატორებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, განცხადებებიც გაავრცელეს.

 

 

 

დღის ამბები