17 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
როგორი იქნება რუსეთი პუტინის შემდეგ - ამერიკელი და რუსი პოლიტოლოგები რეჟიმის დამხობის შემდეგ კრემლს მძიმე მემკვიდრეობის შესახებ აფრთხილებენ

ამერიკელმა და რუსმა პოლიტოლოგებმა საუბარი დაიწყეს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მმართველობის შემდეგ. როგორ ჩამოყალიბდება მისი როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში, შენარჩუნდება, თუ არა დღევანდელი ფედერაციის საზღვრები, რა მიმართულებით შეიცვლება მოსკოვის საგარეო პოლიტიკა, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში.

მოსაზრება, რომ ვლადიმირ პუტინის მმართველობა ერთ დღეს დასრულდება, ანალიტიკოსებს უტოპიად არ მიაჩნიათ. ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა ანდერს ასლუნდმა ლეონიდ გოზმანთან ერთად მოამზადა კვლევა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთის ახალმა მთავრობამ, პუტინის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ.

"ეს რეჟიმი აუცილებლად დაემხობა. აუცილებელია მსჯელობა, თუ რა იქნება მის შემდეგ. აუცილებელია საშუალო ან გრძელვადიანი პროგრამა. თუ ის არ იქნება, რუსეთის ახალი მთავრობა ცოტა ხანში სისულელეებს ჩაიდენს," - განაცხადა ანგარიშის ავტორმა ლეონდიგ გოზმანმა.

ანგარიშში, რომლის განხილვა ვაშინგტონში ატლანტიკურმა საბჭომ მოიწვია, რუსეთის მომავალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პუნქტად განსაზღვრულია იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოლაპარაკებასაც გულისხმობს. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ იდეის განხორციელება ნებისმიერი მთავრობის პირობებში ურთულეს მუშაობას მოითხოვს, რადგან იმპერიული ამბიცია რუსი ხალხის კულტურაში ღრმადაა გამჯდარი.

"პუტინის მმართველობის იმპერიული ძალისხმევა რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდა. ახალმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს უარი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე განსაკუთრებული უფლებების შესახებ და დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან, ამ ქვეყნებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე," - განაცხადა ლეონდიგ გოზმანმა.

ლეონდიგ გოზინი ფიქრობს, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება პუტინის წასვლის შემდეგაც რთული პროცესი იქნება. 

"ყირიმის დაბრუნება მისი წასვლის შემდეგაც რთული პროცესი იქნება. დონბასთან დაკავშირებით, ტექნოლოგიურად, მოგვარება უფრო ადვილია. ასევე საქართველოში. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება აბსოლუტურად რეალურია და ჩემი აზრით, არც ისე რთული პოლიტიკური ამოცანა. აფხაზეთის დაბრუნება კი უკიდურესად რთული იქნება და გრძელვადიან მოლაპარაკებები დასჭირდება. არ ვიცი ეს როდის და როგორ მოხდება," - აღნიშნა ლეონდიგ გოზმანმა.

ანგარიშში წერია, რომ მომავალი მთავრობამ მთლიანად უნდა დაითხოვოს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური - ФСБ, რომელიც ანგარიშის ავტორების თქმით, საბჭოთა რეჟიმის რეპრესიული სტრუქტურების მემკვიდრეს წარმოადგენს. ავტორები ეწინააღმდეგებიან ლუსტრაციას და ემხრობიან სხვა ქვეყნების, მათ შორის ესტონეთის და საქართველოს გამოცდილებას, როდესაც დათხოვნები მოხდა.

"ესტონეთსა და საქართველოში ლუსტრაცია არ ყოფილა. იქ იყო დათხოვნები. ახალ ორგანიზაციებს აკეთებდნენ. ვფიქრობ, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ცენტრალურ ევროპაში იყო, სადაც შეეცადნენ იმის თქმას, ვინ კარგი იყო და ვინ ცუდი," - განაცხადა ანდერს ასლუნდიმ.

თუ ФСБ-ს მოაშორებთ, ის ასე უბრალოდ არ წავა. 2 კვირაში მიიიღებთ ისლამურ ექსტრემიზმს ან ტერორიზმს და მოსკოვის მეტროში აფეთქებებს. ФСБ-ს ხალხი კი სიამოვნებით შეაწმინდავს ხელს და ასეთი იქნება მათი პასუხი სტრუქტურის განადგურებაზე," - აღნიშნა დიმიტრი ორეშკინიმ.

ანგარიშში საუბარია პუტინის მმართველობის შემდეგ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და საგამოძიებო კომიტეტის დათხოვნაზე, მთელი რიგი რეპრესიული კანონების შეცვლაზე, ახალი კონსტიტუციის მიღებაზე, არჩევნების ჩატარებაზე და რეფორმებზე. ასევე რეკომენდაციას იძლევიან, შექმნან სიმართლის კომისია, რომელიც რეჟიმის დანაშაულებს გამოიძიებს.

დღის ამბები