"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სავარაუდოდ, პირდაპირ გაიწერება კანონში, რომ "ჯალათების" შეწყალება ამნისტიის კანონით არ მოხდება.
მისი თქმით, არის უამრავი დეტალი, რომლის დაზუსტებასაც მხარეები სამშაბათამდე ეცდებიან.
"კონვენციით დაცული მუხლებზე არ გავრცელდება. თუ საჭიროა, ამის შესახებ ჩანაწერიც იქნება.
რაც მთავარია, ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი და არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა," - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მისივე თქმით, კანონპროექტი, ჯერჯერობით, ოპოზიციას არ უნახავს, თუმცა მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინეს და შეეცდებიან, პოზიციები მაქსიმალურად დააახლოვონ.